ადვოკატი გრიგოლ ლილუაშვილისთვის ახალი ბრალდების წარდგენას, რომელიც ლევან ახობაძის ეპიზოდს უკავშირდება, გამორიცხავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ლანა ცერცვაძე ლილუაშვილისთვის ახალი ბრალდების წარდგენას, რომელიც მისი მოადგილის, ლევან ახობაძის ეპიზოდს უკავშირდება, გამორიცხავს.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლილუაშვილი საერთოდ არ იყო ინფორმირებული მისი მოადგილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით.

„არანაირი სახის ინფორმირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ლევან ახობაძესთან მიმართებაში, ჩვენ არ გაგვაჩნია. არ ვიცი, რას ემსახურება ცუდ კონტექსტში საჯარო სივრცეში გრიგოლ ლილუაშვილის ხსენება. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ლილუაშვილს აღნიშნულ ფაქტთან მიმართებით არანაირი ინფორმირება არ აქვს. უფრო მეტიც, ჩემთვის გაურკვეველია ლევან ახობაძეს რას ედავებიან, მოგეხსენებათ, აღნიშნულ საქმეშიც გაუთქმელობის ხელწერილია ადვოკატებისთვის ჩამორთმეული.

გრიგოლ ლილუაშვილმა [გამოძიება რომ მიმდინარეობდა], არ იცოდა, არანაირი სახის ინფორმაცია არ აქვს. უფრო მეტიც, არ ვიცი ლევან ახობაძეს რას ედავებიან, კონკრეტულად რა არის ამ დავის არსი. გაუთქმელობის ხელწერილი მაფიქრებინებს, რომ აღნიშნულ საქმეშიც მტკიცებულებათა არ არსებობაა",- განაცხადა ცერცვაძემ.

კითხვაზე, ლილუაშვილი უარყოფს თუ არა შუამავლობას ქრთამის აღების ნაწილში, ადვოკატი დადებით პასუხს სცემს.

„ბუნებრივია, უარყოფს. გრიგოლ ლილუაშვილი ნებისმიერი სახით მზად არის აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია მიაწოდოს მხოლოდ ის, რომ მას არანაირი სახის ინფორმირება რამე ფაქტთან დაკავშირებით არ ჰქონია. ამ წუთამდე, დღემდე, არანაირი სახის კომუნიკაცია საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ჩვენთან არ მომხდარა",- განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ის გამორიცხავს ლილუაშვილის წინააღმდე ახალი ბრალდების წარდგენას.

„გამოვრიცხავ, იქიდან გამომდინარე, თუ ინფორმაცია არ მაქვს არაფერთან დაკავშირებით და ისიც არ ვიცი ადამიანს რას ედავებიან, წარმოუდგენელია აღნიშნულზე ბრალი წარმედგინოს.

ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მე არ ვიცი ლევან ახობაძესთან დაკავშირებით გამოძიება როდის დაიწყო. თუმცა, ის, რომ რამე სახის გამოძიება მიმდინარეობდა ახობაძესთან მიმართებაში, ჩვენ აღნიშნულზეც არ ვიყავით ინფორმირებული",- განაცხადა ცერცვაძემ.

ამ წუთებში სასამართლოში ჩვენებას პროკურატურის 5 მოწმე აძლევს. ადვოკატის თქმით, აქამდე დაკითხული არც ერთი მოწმე, რომელიც უკავშირდება ბაღების ეპიზოდს, არანაირ ინფორმაციას არ იძლევა ლილუაშვილთან მიმართებაში, მითუმეტეს, მის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. უწყებამ ქრთამის აღების ნაწილში ჩართულ პირად სწორედ გრიგოლ ლილუაშვილი დაასახელა.

რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, მას ხელბორკილები პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულს დაადეს. ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი