ირაკლი კობახიძე - კომპანია „ტეზერის“ შემოსვლა აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა იზრდება - კომპანიის გეგმაა, გამოუშვას ლარის ციფრული ანალოგი, ასევე, დაგეგმილი აქვს ინვესტიციები სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში

საქართველოში კომპანია „ტეზერის” შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის - ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა თანდათან იზრდება, საქართველო სანდო და საიმედო პარტნიორია საერთაშორისო კომპანიებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ტეზერის” საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კომპანიას დაგეგმილი აქვს ძალიან მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა სფეროში და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად სცილდება ბიზნესინტერესების სფეროს. მისივე თქმით, თანამშრომლობას აქვს ორიენტაცია ფართო საზოგადოებრივ სარგებელზე.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ვმონაწილეობ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების გახსნაში. მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, რომ „ტეზერთან" თანამშრომლობის დაწყებით, ჩვენ ვდგამთ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო ნაბიჯს ჩვენი ეკონომიკური განვითარების გზაზე.

კომპანია „ტეზერი“ არის გლობალური ტექნოლოგიური ლიდერი, რომელიც ფლობს, დაახლოებით, 200 მლრდ დოლარის აქტივებს და ოქროს რეზერვებს მართავს, დღეს ის არის ტრადიციულ და ციფრულ ეკონომიკებს შორის ძალიან მძლავრი ხიდი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ „ტეზერი" ახლა უკვე ხდება ჩვენი ეკონომიკური ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილიც.

ამ პარტნიორობის ყველაზე ამბიციური გამოხატულებაა კომპანიის გეგმა, გამოუშვას ქართული ლარის ციფრული ანალოგი - ჯიელტი (GELt). ასევე, მოხარულები ვართ, რომ კომპანიას დაგეგმილი აქვს ძალიან მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით გვახარებს ინვესტიციები სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში, რაც ადასტურებს, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად სცილდება ბიზნესინტერესების სფეროს და მას აქვს ფართო საზოგადოებრივ სარგებელზე ორიენტაცია.

საქართველოში კომპანიის შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა თანდათან იზრდება. საქართველო არის სანდრო საიმედო პარტნიორი საერთაშორისო კომპანიებისთვის,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის