ირანის საგარეო უწყება - აშშ-თან მოლაპარაკებები ამჟამად ომის დასრულებაზეა ორიენტირებული და არა ბირთვულ საკითხზე

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-სთან მიმდინარე მოლაპარაკებები ამჟამად ომის დასრულებაზეა ორიენტირებული და არა ბირთვული საკითხის დეტალებზე, - ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა, რომ თეირანი ამ ეტაპზე ბირთვულ საკითხთან დაკავშირებულ დეტალებს არ განიხილავს.

ამასთან, ირანული გამოცემა ISNA-ს ინფორმაციით, მაღალი რანგის დიპლომატმა მათთან საუბარში განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და პირველი ეტაპის დროს მიღწეული შეთანხმება წინ წავა, ბირთვული საკითხი, შესაძლოა, 60-დღიანი მოლაპარაკებების დროს განიხილონ.

„ბირთვული იარაღის საკითხი, ურანის გამდიდრებისა და მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის საკითხები 60-დღიან მოლაპარაკებების დროს განიხილება სანქციების მოხსნისა და ირანის დაბლოკილი აქტივების სრულად განთავისუფლების სანაცვლოდ და აშშ-ის ძალები სრულად გავლენ ირანის მიმდებარე ტერიტორიებიდან“, - ციტირებს გამოცემა მის განცხადებას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის