ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ეშინიათ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში გაუმჯობესდება ურთიერთობები აშშ-თან და ეს შიში ალაპარაკებთ - აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური მისწრაფებები ფარსია

ეშინიათ [ოპოზიციას], რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში გაუმჯობესდება ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ხელისუფლებას შორის. ეს შიში ალაპარაკებთ - ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები ფარსია,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას, რომ „ამერიკის ადმინისტრაცია მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე არ არის ფოკუსირებული“.

მისივე თქმით, ოპტიმისტურად არიან გაწყობილები, მას შემდეგ რაც „რამდენიმე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია შედგა ამერიკულ მხარესთან“.

ამავე კონტექტსტში პრემიერმა აღნიშა: „ოპოზიცია ნერვიულობს დადებით ტენდენციებზე, ჩვენ გვიხარია დადებითი ტენდენციები“.

„მათ ეშინიათ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში გაუმჯობესდება ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ხელისუფლებას შორის. ეს შიში ალაპარაკებთ. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ გაწყობილები, მას შემდეგ რაც რამდენიმე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია შედგა ამერიკულ მხარესთან, შევინარჩუნეთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. მათ ეს ადარდებთ. მათ ადარდებთ, რომ შეიძლება გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. აქედან ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები ფარსია. მათ აინტერესებთ ერთადერთი: დავალების შესრულება, მათი დავალებაა რაიმენაირად პრობლემები შექმნან ჩვენ სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ამ დავალებასთან წინააღმდეგობაში მოდის ის ტენდენციები, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან. სრული ფარსი, სიყალბეა მათი პროდასავლურობა“,- აღნიშნა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე