ირაკლი კობახიძე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება და პოზიცია გავუზიარეთ საპატრიარქოსაც - ეს არის საჭირო არა სამართლებრივად, არამედ დანაშაულის პრევენციისთვის

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმრების შეწყალებისთვის წინაპირობად - აღიარება არა სამართლებრივად არის საჭირო, არამედ საჭიროა დანაშაულის პრევენციისთვის.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. ეს პოზიცია გავუზიარეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც არაერთგზის, ეს საჯაროდ გვაქვს გამოხატული. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც არის ძალიან მყარი და მკაფიო“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე საჭიროა თუ არა სინანული სამართლებრივად, შეწყალებისთვის, პრემიერ-მინისტრმა, აღნიშნა, რომ „სამართლებრივად არა არის საჭირო“.

„სამართლებრივად [სინანული არ არ არის საჭირო შეწყალებისთვის] არა, ეს არის საჭირო დანაშაულის პრევენციისთვის. ეს არის საჭირო სახელმწიფოსთვის“,- განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის