საქართველო „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულებას და მის რეგულაციებს უერთდება

საქართველო „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულებას და მის რეგულაციებს უერთდება.

აღნიშნულ ხელშეკრულებასთან შეერთების საკითხი პარლამენტში მთავრობამ წარადგინა და ის კომიტეტებში განხილვის საგანია.

რიადის ხელშეკრულება 2024 წელს საუდის არაბეთში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) დიპლომატიურ კონფერენციაზე მიიღეს. როგორც მთავრობა განმარტავს, რიადის ხელშეკრულებასთან შეერთების მიზანია დიზაინის დაცვის პროცედურების გამარტივება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ხელშეკრულება ამცირებს ბიუროკრატიულ ბარიერებს და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ პროცედურებთან დაკავშირებულ სირთულეებს.

მას ხელს აწერს და აღიარებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის 28 წევრი სახელმწიფო.

მთავრობის შეფასებით, აღნიშნულ ხელშეკრულებასთან შეერთებით, ქართველ დიზაინერებსა და მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ საკუთარი ნამუშევრების სამართლებრივი დაცვა გაუმარტივდებათ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის