დიმიტრი მედვედევი - მედროვე ნიკოლ ფაშინიანი სომხეთს ბანდერას უკრაინის გზისკენ უბიძგებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთს ბანდერას სტილის უკრაინის გზისკენ უბიძგებს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი თქმით, ფაშინიანმა ვერ დააფასა მოსკოვის მხრიდან ძმური დახმარებისა და მხარდაჭერის მრავალი მაგალითი და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის კურსს დაადგა.

„განსაკუთრებით საშიშია ის, რომ მედროვე ნიკოლი აქტიურად უბიძგებს თავის სამშობლოს ბანდერას უკრაინის გზისკენ“, - აღნიშნა მედვედევმა.

მისი თქმით, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტის კურსი აიღო.

„ვინმე ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტის კურსი აიღო, ეს პირდაპირ უნდა ვაღიაროთ. მას მომგებიანად მიაჩნია სხვადასხვა პოლიტიკურ ნაკადებს შორის გაძრომა და დასავლეთში ყალბი ავტორიტეტის მოპოვება ჩვენს ქვეყანასთან კავშირების რისკის ქვეშ დაყენებით“, - განაცხადა მედვედევმა.

მანამდე მედვედევმა აღნიშნა, რომ ფაშინიანი შესაძლოა, „მტკივნეულად დაეშვას მიწაზე“ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის, რადგან ერთი მხრივ ცდილობს ერევნის ევროკავშირში „შეთრევას“, ხოლო მეორე მხრივ - ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობისგან მიღებული სარგებლის შენარჩუნებას.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს