ირაკლი კობახიძე - აზერბაიჯანთან ხელშეკრულებების სამი ძირითადი მიმართულებაა, მათ შორის არის შაჰდენიზიდან გარანტირებული გაზი და არის ორი დამატებითი ხელშეკრულება - ჯამურად, მოცულობის გარანტია გაზრდილია

აზერბაიჯანთან არის ხელშეკრულებების სამი ძირითადი მიმართულება, ეს არის მათ შორის შაჰდენიზიდან გარანტირებული გაზი და არის ორი დამატებითი ხელშეკრულება. ჯამურად, მოცულობის გარანტია არის გაზრდილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე: რა დათმობებზე წასვლა მოუხდა საქართველოს, პრემიერმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან შედგა მეგობრული საუბარი და შედეგად, მიღებულ იქნა ოპტიმალური გადაწყვეტა ორივე მხარისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით.

„მთლიანობაში, შემიძლია გითხრათ, რომ რაზეც გვქონდა მყარია გარანტია მოცულობების კუთხით, ის გარანტია არის გაზრდილი, ანუ მოცულობა გარანტიების ნაწილში მთლიანობაში არის გაზრდილი. თქვენ იცით, რომ აზერბაიჯანთან არის ხელშეკრულებების სამი ძირითადი მიმართულება, ეს არის მათ შორის შაჰდენიზიდან გარანტირებული გაზი და არის ორი დამატებითი ხელშეკრულება, ჯამურად მოცულობის გარანტია არის გაზრდილი. მთლიანობაში ჩვენ ასე შევხედეთ ამ საკითხს და ეს იყო ჩვენი მიდგომა, რაც გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, რომ ჩვენ მივუდექით ამ მოლაპარაკებებს არა როგორც სტანდარტულ დიალოგს ორ სახელმწიფოს შორის, არამედ ეს იყო ჩვეულებრივი მეგობრული საუბარი საერთო ინტერესებთან დაკავშირებით და მთლიანობაში ჩვენ მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტა ყველა თემასთან დაკავშირებით, ეს ეხება როგორც გაზის იმპულსთა ტრანზიტს, ეს ეხება ელექტროენერგიის იმპულსთა ტრანზიტს, სადაც გვაქვს ასევე იდეალური პირობები და ეს შეეხება ბაქო-თბილისი-სუფსის ოპერირებას, ყველგან გვაქვს იდეალური პირობები, სადაც თანაბრად არის გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესები. კონკრეტულად რაც შეეხება ბაქო- თბილისი-სუფსას, იცით, რომ სამი წლის განმავლობაში საერთოდ გაჩერებული იყო ეს მილსადენი და შესაბამისად, ათეულობით მილიონის პოტენციურ შემოსავალს კარგავდა სახელმწიფო. ახლა უკვე აღდგება მილსადენის ოპერირება, საიდანაც უკვე შესაბამისი შემოსავლები შევა სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი გაფორმდა, რომელიც მოიცავს: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას; აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი