ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება „აბსოლუტურად რეალურია“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება „აბსოლუტურად რეალურია“.

როგორც მან აღნიშნა, უახლოეს თვეებში უნდა გადაწყდეს ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან თანამშრომლობის გაგრძელების საკითხი.

„ჩინურ - სინგაპურული კონსორციუმთან მოლაპარაკებები გრძელდება. ამ ეტაპზე, არ იგეგმება რაიმე ახალი პროცესის დაწყება, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის განხორციელება ისედაც გრძელდება, ჩვენ გვაქვს გარკვეულ ეტაპამდე იმის საშუალება, რომ ხელოვნურად არ დავაჩქაროთ პროცესები. თუმცა რაღაც ეტაპზე ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს არ უნდა გადასცდეს ეს ყველაფერი. მალე, უახლოეს თვეებში უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, თანამშრომლობის გაგრძელების, კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სამუშაოებს, სამუშაოები გრძელდება. იყო ძალიან მცირე პაუზა რაც იყო განპირობებული ხელშეკრულების გადახედვით. ძალიან მნიშვნელოვნად შემცირდა ხელშეკრულების პირობები, ფინანსური მხარე. სახელმწიფოს მოუწევს ბევრად ნაკლები ხარჯის გაწევა, დაღრმავების სამუშაოებისთვის, ამან წაიღო მცირე დრო, თუმცა შესაბამისი ინტენსივობით გრძელდება სამუშაოები. შესაბამისად, 2029 წლისთვის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური. პარალელურად ვმუშაობთ გზაზე, რკინიგზაზე, ესეც არის პარალელური პროცესი. სათანადო ვადებში ყველა პროექტი იქნება განხორციელებული“,- განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის