ირაკლი კობახიძე - გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან, ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა - ოპოზიცია ნერვიულობს დადებით ტენდენციებზე

გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას იმისა, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია ნერვიულობს დადებით ტენდენციებზე.

„ჩვენ თავს ვგრძნობთ ძალიან მყარად, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა. რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რაზეც ძალიან ნერვიულობს ჩვენი ოპოზიცია, გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას იმისა, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, დანარჩენი დაველოდოთ მშვიდად მოვლენების განვითარებას. ოპოზიცია ნერვიულობს დადებით ტენდენციებზე. ჩვენ გვიხარია დადებითი ტენდენციები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის ვიზიტს.

“ვიზიტის ფარგლებში, გვექნება პირველად შესაძლებლობა, რომ დეტალებზე ვისაუბროთ, პირველ რიგში, დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას, მათ შორის, ისინი გამოხატავენ საკუთარ ინტერესებს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, პირველ რიგში, დაველოდებით მათ პოზიციას ყველა საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, ხელი გაწვდილია ჩვენი მხრიდან. ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა. ჩვენ ამაზე თავიდანვე გამოვხატეთ ძალიან მკაფიო პოზიცია, ველოდებოდით ამერიკული მხარის პოზიციას, მოხარულები ვართ, რომ ბოლო დროს არის დადებითი ტენდენციები, დანარჩენს დაველოდოთ,“ - აღნიშნა პრემიერმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს