ირაკლი ქადაგიშვილი 26 მაისის აქციაზე - მთელი შინაარსი მიმართულია იმისკენ, რომ პროვოკაცია მოაწყონ, იქნებ ეს „ბედნიერება“ ხვდეთ წილად, რომ ვიღაცამ ვიღაცა დააკავოს და საზღვარგარეთ სალაპარაკო გავაჩინოთ

სცენის გარშემო სპეკულაცია აქვთ ატეხილი, რათა თავიანთი აქციის მიმზიდველობა გაზარდონ - მთელი შინაარსი მიმართულია იმისკენ, რომ პროვოკაცია მოაწყონ, იქნებ ეს „ბედნიერება“ ხვდეთ წილად, რომ ვიღაცამ ვიღაცა დააკავოს და საზღვარგარეთ სალაპარაკო გავაჩინოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონი კანონიერ ფარგლებში იმოქმედებს და „მეტი არაფერი მოხდება“.

„არავინ უშლის ადამიანებს აქციის ჩატარებას. საუბარია იმაზე, რომ უბრალოდ უნდა გაითვალისწინო ის კონკრეტული მოცემულობა, რომ მთელი ქალაქის ცენტრი დაკავებულია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მზადებით. აქედან გამომდინარე, ახლა მათ თავიანთი აქციის მიმზიდველობა პროვოკაციულ დონეზე რომ გაზარდონ, ამ სცენის გარშემო აქვთ სპეკულაცია ატეხილი. ამ სპეკულაციის იქით მეტი არაფერი დევს. აქციის გამართვა თუ გინდა, შეგიძლია ეს აქცია ისედაც გამართო სპეკულაციების გარეშე.

არავინ უკრძალავს ადამიანებს, მათ შორის, მათ პარტიებს აქციის ჩატარებას. აქ არის კონკრეტული მოცემულობა. მაგალითად, კონსტიტუციური უფლება მაქვს, რომ ავტომობილით გადავადგილდე თავისუფლების მოედანზე, მაგრამ ამ კონსტიტუციურ უფლებას ახლა, კონკრეტული გარემოების გამო, ვერ ვასრულებ. არის ობიექტური მოცემულობა, რის გამოც შენ ამას ვერ გააკეთებ. მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო გეუბნება, რომ ამ ობიექტური მოცემულობის გამო ვერ გააკეთებ ამ კონსტრუქციას. აქცია ისე ჩაატარე, შეკრიბე ხალხი და ისაუბრეთ, რაც გინდათ და ცოტა სხვა ადგილას დადგი ის სცენა, თუ მაინცდამაინც. მთელი შინაარსი მიმართულია იმისკენ, რომ პროვოკაცია მოაწყონ, იქნებ ეს ბედნიერება ხვდეთ წილად, რომ ვიღაცამ ვიღაცა დააკავოს და საზღვარგარეთ სალაპარაკო გავაჩინოთ. მთელი შინაარსი ამ ჩვენი ზე ოპოზიციისა ესაა. კანონი იმოქმედებს კანონიერ ფარგლებში. მეტი არაფერი მოხდება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ხვალ თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და რუსთაველამდე მარშით მივლენ. ამასთან, გვარამიას თქმით, რუსთაველზე ტექნიკის შეტანას და სცენის დამონტაჟებას ეცდებიან.

„არ ვაპირებთ მორჩილება გამოვუცხადოთ იმას, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ხვალ, 19:00 საათზე, ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, შემდეგ მივდივართ მარშით რუსთაველზე. მანამდე, ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ, ის, რისი უფლებაც გვაქვს“, - განაცხადა გვარამიამ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე