ალექსანდრ სტუბის განცხადებით, მზადაა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელი გახდეს

ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადებით, მზადაა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლის როლი შეასრულოს.

„თუ ამის შესახებ მკითხავენ, მაშინ ეს, ალბათ, ის კითხვაა, რომელზეც უარყოფით პასუხს ვერ გასცემ“, - აღნიშნა სტუბმა Yle Radio Suomi-თან ინტერვიუში.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მზადაა ასეთი მოლაპარაკებები აწარმოოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაისში განაცხადა, რომ ევროპას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში საკუთარი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის