„გახარია საქართველოსთვის“ რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებასა და ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების შესახებ პარლამენტში რეზოლუციის პროექტს აინიცირებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებასა და ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების შესახებ საქართველოს პარლამენტში რეზოლუციის პროექტს აინიცირებს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის" საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს შეწყვიტოს დუმილი და მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის წინააღმდეგ რეზოლუციას.

პარტია, ასევე, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს უმოქმედობა, აღადგინოს აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები და საერთაშორისო პარტნიორებთან რეალური თანამშრომლობა, რათა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში და ჩვენი ქვეყანა არ დარჩეს მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ!

„ხვალ 26 მაისია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და, სამწუხაროდ, ამ სიმბოლურ

დღეს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე კვლავ ხელისუფლების დუმილით ვხვდებით.

სწორედ ამიტომ, დღეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში ვაინიცირებთ რეზოლუციის პროექტს მიმდინარე წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ ხელშეკრულებასა და ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, 2026 წლის 9 მაისს გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება არის რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მორიგი, უკიდურესად სახიფათო ეტაპი, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი აგრესიული აქტია, რომელიც ითვალისწინებს ოკუპირებული რეგიონის სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროების რუსეთის ფედერაციასთან სრულ ინტეგრაციას.

ყველაზე მძიმე და საგანგაშო კი ის არის, რომ ამ ყველაფერზე „ოცნების“ ხელისუფლება სდუმს! ამ პირობებში საქართველოს პარლამენტი რჩება ერთადერთ სივრცედ, მკაფიო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეს რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას.

„ოცნებას" ჯერ კიდევ აქვს შანსი, იმოქმედოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად! ამიტომაც - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს დუმილი და მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის წინააღმდეგ რეზოლუციას! მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს უმოქმედობა, აღადგინოს აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები და საერთაშორისო პარტნიორებთან რეალური თანამშრომლობა, რათა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში და ჩვენი ქვეყანა არ დარჩეს მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ!

დღეს, როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას, ჩვენი ვალდებულებაა ვიყოთ მკაფიო და პრინციპულები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“, - განაცხადა კერესელიძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი