ირაკლი ქადაგიშვილი - თუ არ იქნება მეორე მხრიდან აღიარება, შეწყალება ვერ შედგება

თუ არ იქნება მეორე მხრიდან აღიარება, ეს შეწყალება ვერ შედგება - ჩვენ თუ გვინდა „შეწყალება“ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ იერიშის ახალი გუნდი შევქმნათ, ამას შეწყალება არ ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აქციებზე ვიხილეთ მიზანმიმართული შეტევა პოლიციაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, კონსტიტუციურ წყობაზე და ამ მიმართულებით, ყველა მხარემ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„რა მიზანი აქვს შეწყალებას?! ვიღაც ამბობს, რომ შეწყალებას ის მიზანი აქვს, რომ ამან გარკვეულწილად, შერიგებას, მშვიდობას შეუწყოს ხელი. კი ბატონო, გავყვეთ ამ ლოგიკას. მოდი ასე ვთქვათ, როდესაც ლაპარაკია, რომ ხელისუფლება არბევდა მშვიდობიან მოქალაქეებს და ამბობ, რომ ეს ხალხი იმიტომ უნდა გამოუშვა რომ პირსისხლიანი დიქტატურის მსხვერპლია, აქ სიმართლე ხომ არ არსებობს?! ჩვენ ვნახეთ, რომ ეს იყო მიზანმიმართული შეტევა პოლიციაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, კონსტიტუციურ წყობაზე და აქედან გამომდინარე, თუ არ იქნება მეორე მხრიდან ამის აღიარება, ეს შეწყალება ვერ შედგება. ჩვენ თუ გვინდა „შეწყალება" გამოვიყენოთ იმისთვის რომ იერიშის ახალი გუნდი შევქმნათ, ამას შეწყალება არ ჰქვია. კეთილი ინებონ და ყველა მხარემ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს ამ მიმართულებით. პირველ რიგში, იმ ადამიანებმა აიღონ პასუხისმგებლობა, ვინც ატრენინგებდა ამ ჯგუფებს, ვინც ახალგაზრდებს მოუწოდებდა ასეთი საქმიანობისკენ," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის