„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა“ საქართველო ნეიროქირურგიის ჰაბად აქცია. „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ საქართველოში ნეიროქირურგიის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს - კლინიკამ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან, Medtronic-თან პარტნიორობით, რეგიონში უნიკალური სისტემა O-arm 2 და StealthStation S8 დანერგა, რომელიც ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაციების ჩატარებას უპრეცედენტო სიზუსტითა და უსაფრთხოებით უზრუნველყოფს.

ინოვაციური პლატფორმა რეალურ დროში 3D ვიზუალიზაციისა და ნეირონავიგაციის შესაძლებლობას აერთიანებს, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს, ოპერაციის მიმდინარეობისას პაციენტის ანატომია „GPS ნავიგაციის“ სიზუსტით აკონტროლონ. შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება, როგორც ოპერაციის ხანგრძლივობა, ისე გართულებების რისკი.

კლინიკის ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით:

- საოპერაციო დრო 70-80%-ით მცირდება;

- რადიაციული დასხივება პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი;

-პაციენტები კლინიკიდან 2-3 დღეში ეწერებიან;

- მნიშვნელოვნად მცირდება განმეორებითი ოპერაციების საჭიროება.

ახალი სისტემა თავის ტვინის, ხერხემლის, სქოლიოზის, ორთოპედიული და ENT ქირურგიის მიმართულებით გამოიყენება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი ბავშვთა ნეიროქირურგიასა და ხერხემლის სხვადასხვა დეფორმაციების მკურნალობაში. ტექნოლოგია ამცირებს ინტენსიური რენტგენოლოგიური დასხივების საჭიროებას.

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ გენერალური დირექტორის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, კლინიკის მთავარი მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაა, ხოლო უახლესი ტექნოლოგია სწორედ ამ სტანდარტის შენარჩუნებას ემსახურება.

მისივე თქმით, Medtronic-ის მიერ წარმოებული O-arm 2 რეგიონში უნიკალური აპარატურაა და მისი მსგავსი სისტემა ამ ეტაპზე, მხოლოდ საქართველოშია ხელმისაწვდომი.

„ჩვენ შევეცდებით, რომ პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ახალი აპარატურის გამოყენება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება მომსახურების მიღება. გარდა ამისა, სერვისი ღია იქნება იმ პაციენტებისთვისაც, რომელთაც სურთ განსაკუთრებული მომსახურების მიღება. ბუნებრივია, ეს შესაბამის ხარჯებთან იქნება დაკავშირებული პაციენტის მხრიდან, თუმცა მთავარი მაინც გახლავთ ის, რომ ასეთი მაღალი ხარისხის მომსახურება საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია”, - აცხადებს ზაზა სოფრომაძე.

„მოდერნ მედიქალ სოლუშენის“, Medtronic-ის საქართველოში წარმომადგენელი კომპანია Modern Medical Solutionის კომერციული დირექტორი, რომან ლომიძე კი აცხადებს, რომ ახალი სტანდარტით საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნად ყალიბდება ნეიროქირურგიის მიმართულებით.

მისი შეფასებით, ქართველ პაციენტებს ურთულესი ოპერაციებისთვის თურქეთში, ისრაელსა და ევროპაში გამგზავრება აღარ მოუწევთ, რადგან ის ტექნოლოგია, რომელიც დღეს „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ დაინერგა, ბევრ წამყვან უცხოურ კლინიკაშიც კი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

„ამ სტანდარტის სისტემები ჯერჯერობით მხოლოდ ჯო ენის საუნივერსიტეტო კლინიკაშია. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, გვაქვს იმედი, რომ სხვაგანაც დაინერგება. ამ ეტაპზე კონკრეტულად ამ ოპერაციებს ერთი ქირურგი და ასისტენტი ატარებენ - ნებისმიერ ოპერაციაზე გუნდი ერთობლივად მუშაობს. ჩვენი გეგმაა, რომ ოპერაციების კეთება ამ თვეშივე დავიწყოთ. ისეთი სისტემების გამოყენებით, რაზეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც აღმოსავლეთ ევროპაში და არც სხვა მეზობელ ქვეყნებში დანერგილი არ არის და არც იქნება უახლოესი ერთი-ორი წელი. ამით თურქეთსაც გავასწარით“,-აღნიშნავს ლომიძე.

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის „ნეიროქირურგიული განყოფილების უფროსი გიორგი გეგია განმარტავს, რომ სისტემა ადამიანური შეცდომის რისკს პრაქტიკულად გამორიცხავს და ოპერაციის შედეგის შეფასება რეალურ დროში ხდება.

მისივე თქმით, ოპერაციების დაგეგმვის პროცესში ხელოვნური ინტელექტიც გამოიყენება, რაც თითოეული პაციენტის ანატომიისთვის ინდივიდუალურად შერჩეული იმპლანტების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

„ხშირად, მაგალითად რთული სქოლიოზების ოპერაციები, მრავალი საათის განმავლობაში გრძელდება და ამ დროს, მაღალი სიხშირით არის ხოლმე საჭირო პაციენტის რენტგენის გამოსხივებით დასხივება, რათა იმპლანტების ვიზუალიზაცია მოხდეს. O-ARM II - ისა და ნეირონავიგაციის სისტემა StealthStation S8-ს გამოყენებით, ეს რადიაციული დასხივება საჭირო აღარ არის და ურთულესი ოპერაციები, ფაქტობრივად, რადიაციული დასხივების გარეშე ტარდება. ცხადია, რომ ინტენსიური დასხივება, იქნება ეს ინტრაოპერაციულად თუ პოსტოპერაციულად მრავალჯერადად CT გადაღებით, აჩენს მრავალი ონკოლოგიური და არა მხოლოდ ონკოლოგიური პათოლოგიის განვითარების რისკს სამომავლოდ.“, - განაცხადა გიორგი გეგიამ.

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ აცხადებენ, რომ აპარატურის სრული ამოქმედება უახლოეს პერიოდში დაიწყება და პაციენტებს უკვე შეუძლიათ კლინიკისთვის მიმართვა.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე - და Facebook-ის გვერდზე.

(R)

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი