პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის უანგარო დონორის აქცია „გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“ გაიმართა

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის უანგარო დონორის აქცია „გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“ გაიმართა.

გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სისხლის უანგარო დონაცია საქართველოს გენერალური პროკურატურის მხარდაჭერითა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ ,,ცენტრალური სისხლის დაწესებულების“ ინიციატივით გაიმართა.

უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობით საქართველოს პროკურატურის 35-ამდე თანამშრომელმა გაიღო სისხლი.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურა სისხლის უანგარო დონაციის აქციაში აქტიურად იღებს მონაწილეობას, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე