ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს პარლამენტში გაიმართა.

„შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ყანდაშვილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ირაკლი ყანდაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ასოციაციაში მიმდინარე სიახლეები, პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო ასოციაციის განახლებულ, მუდმივმოქმედ კომიტეტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკანონმდებლო ინიციატივების კომიტეტს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საკანონმდებლო წინადადებებსა და ინიციატივებზე იმუშავებს.

შეხვედრის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილმა შალვა პაპუაშვილს ის საკითხები და საჭიროებები გააცნო, რომლებიც საადვოკატო საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიან განხორციელებას შეუწყობს ხელს. აღნიშნულ საკითხებზე ამ ეტაპზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს შორის აქტიური მსჯელობა და აზრთა გაზიარება მიმდინარეობს. საკითხებს შორისაა საგადასახადო კოდექსსა და „ადვოკატთა შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელთა ინიციირებასაც ასოციაცია პარლამენტში უახლოეს მომავალში გეგმავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა