დონალდ ტრამპი - ირანთან შეთანხმება ან დიდებული და მნიშვნელოვანი იქნება ან საერთოდ არ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ირანთან ან კარგი შეთანხმება ექნება ან საერთოდ არ ექნება.

„ირანთან შეთანხმება ან დიდებული და მნიშვნელოვანი იქნება ან საერთოდ არ იქნება“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტმა გააკრიტიკა მისი ოპონენტები, რომლებიც აშშ-ირანის მოლაპარაკებებს აკრიტიკებენ და აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელსაც ირანთან გააფორმებენ სრულიად საპირისპირო იქნება იმ დოკუმენტის, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას დროს გაფორმდა.

„ის სრულად საპირისპირო იქნება იმ კატასტროფული JCPOA-ისა (ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა), რომელიც ობამას წარუმატებელმა ადმინისტრაციამ გააფორმა და რომელიც ირანისთვის ბირთვული იარაღისკენ პირდაპირ და ღია გზას წარმოადგენდა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე