პროკურორი ელისო კილაძეზე - სანამ პროცესი დაიხურებოდა, ის გარკვეულ შეთქმულების თეორიებზე საუბრობდა და სასამართლოს რაღაც გაურკვეველ ინფორმაციას აწვდიდა

პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე - თაღლითობისა და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის ელისო კილაძის საქმის დანარჩენი 9 ბრალდებულის საქმისგან ცალკე გამოყოფის საფუძველს განმარტავს.

ბერძენიშვილის ინფორმაციით, კილაძის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის მიზეზია ის, რომ გამოძიება სხვა პირებთან მიმართებით სხვა საქმეებზე უნდა გაგრძელდეს, რასთანაც ელისო კილაძეს შემხებლობა არა აქვს. მისი თქმით, თავად ელისო კილაძის ბრალად წარდგენილი ქმედების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია.

„პასუხისგებაში მიცემული არიან და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ოთარ რომანოვ - ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, მიხეილ ჩოხელის, გივი ჯიბლაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, თორნიკე ჯანელიძის, გიორგი კამლაძის, ბენ ანორის და ელისო კილაძის მიმართ. დანარჩენ პირებთან მიმართებით სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიებას მეტი დროს ესაჭიროებოდა. ამიტომ სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა და წინასასამართლოს სხდომის ვადის გახანგრძლივება მოვითხოვეთ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ზემოაღნიშნულ ყველა ბრალდებულთან მიმართებით გამოძიება გრძელდება, თუმცა ელისო კილაძის ბრალად წარდგენილი ქმედების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია. დანარჩენ პირებთან დაკავშირებით სხვა დანაშაულებრივ ქმედებებზე გამოძიება გრძელდება“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

პროკურორის თქმით, ელისო კილაძე გამოძიებასთან თანამშრომლობის არანაირ სურვილსა და ინიციატივას არ იჩენს.

„სანამ პროცესი დაიხურებოდა, ის გარკვეულ შეთქმულების თეორიებზე საუბრობდა და სასამართლოს რაღაც გაურკვეველ ინფორმაციას აწვდიდა. ელისო კილაძეს არც ერთხელ თანამშრომლობის და რაიმე ინფორმაციის მოწოდების სურვილი არ გამოუთქვამს. გარკვეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დაცვის მხარემაც ჩაატარა, თუმცა არც დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ მოქმედებებში არ არის ასახული ინფორმაცია, რა პოზიციაც ელისო კილაძეს აქვს. იმის მიუხედავად, რომ არ აღიარებს, არც იმის მცდელობას გამოხატავს, რომ რაიმე ფორმით მის შეთქმულების თეორიებში დაგვარწმუნოს“, - განაცხადა პროკურორმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის