ნიკა გვარამია - ხვალ ვიდგებით თბილისში უფრო მეტნი, ვიდრე ერევანში დახვდებიან სომხები რუბიოს, ამაში ვარ დარწმუნებული

ხვალ ვიდგებით თბილისში უფრო მეტნი, ვიდრე ერევანში დახვდებიან სომხები რუბიოს, ამაში ვარ დარწმუნებული, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს 26 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, „ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს! სხვანაირად ყოველთვის იქნება ვიზიტები ერევანში და არასდროს თბილისში“.

„რაც მეტია წინააღმდეგობა, მით მეტია უკუწინააღმდეგობა. ხვალ იქნება ბევრი ხალხი და ხელშეშლა არ იმუშავებს. პირიქით, უფრო მასტიმულირებელია. ხვალ ვიდგებით თბილისში უფრო მეტნი, ვიდრე ერევანში დახვდებიან სომხები რუბიოს, ამაში ვარ დარწმუნებული. ეთნიკურობას კი არ ვუსვამ ხაზს, მოქალაქეებზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა. აქედან დაველაპარაკებით ჩვენც რუბიოს, იქიდან დაგვინახავს უფრო მეტად, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ამ შესაძლებლობას ჩვენს ერს აძლევს. მაგრამ მთავარი არის, რომ ერთმანეთს ვხედავდეთ ქართველები, იქ მდგომებიც, ეკრანებიდანაც, პოლიტპატიმრებიც და რაც მთავარია, ემიგრანტებიც. ისინიც უხილავად ჩვენთან დგანან ყოველთვის, დემონსტრაციებზე, მიტინგებზე. ჩვენ ერთიანად უნდა მივიღოთ რამდენიმე გადაწყვეტილება და მერე უნდა აღვასრულოთ, არა დღესვე, არა ხვალვე, არამედ დროთა განმავლობაში. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს! სხვანაირად ყოველთვის იქნება ვიზიტები ერევანში და არასდროს თბილისში“,- განაცხადა გვარამიამ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა