ზურაბ ჯაფარიძე - აქცია და მსვლელობა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, ამის მიღმა რაღაცები გვქონდა დაგეგმილი და როგორ გამოვა, ვნახავთ - პროვოკაციას ადგილი არ ექნება, არავის არ აქვს სურვილი, რომ ადამიანები დამატებით მოხვდნენ ციხეში

უნდათ, უბრალოდ, რომ აქცია არ ჩატარდეს - ბევრი ხალხის გამოჩენის მათ ყოველ ჯერზე ეშინიათ, იმიტომ, რომ მთავარი ტყუილი, რომელსაც ისინი ავრცელებენ, რომ არიან უმრავლესობა და მაგიტომ ლაპარაკობენ ქართველი ხალხის სახელით, ხალხის შეკრებით უბრალოდ იფშვნება,- ამის შესახებ პარტიის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხვალინდელი აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი იქნება და მარში შედგება.

„ჩვენ რაც ვნახეთ წერილები, ოფიციალურად რაც მოგვწერეს, უნდათ, უბრალოდ, რომ აქცია არ ჩატარდეს, ამაზეა საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს აქცია ჩატარდება, ნებისმიერ შემთხვევაში ხალხი შეიკრიბება, ნებისმიერ შემთხვევაში მსვლელობა იქნება. ამის მიღმა ჩვენ გვქონდა რაღაცები დაგეგმილი, ის რაღაცები როგორ გამოგვივა, ვნახავთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა შესაძლო გზა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაღაცები, რაც დაგეგმილი გვქონდა, მაინც გავაკეთოთ. მარში, მსვლელობა ბევრი ხალხის, იქნება. ბევრი ხალხის გამოჩენის მათ ყოველ ჯერზე ეშინიათ, იმიტომ, რომ მთავარი ტყუილი, რომელსაც ისინი ავრცელებენ, არის ის, რომ ისინი არიან უმრავლესობა და მაგიტომ ლაპარაკობენ ქართველი ხალხის სახელით და ყოველ ჯერზე, როცა ბევრი ხალხი იკრიბება, მათი ეს ტყუილი, უბრალოდ, იფშვნება.

ყველა ჯერზე, როცა 26 მაისზე იყო საუბარი, იყო ხაზგასმა იმაზე, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია, იქნება სრულად მშვიდობიანი აქცია, ამაში ვარ დარწმუნებული, თუ რამე პროვოკაციები იქნება, იქნება მათ მიერ ორგანიზებული. არავითარ პროვოკაციას ადგილი არ ექნება, არავის არანაირი სურვილი არ აქვს, რომ ადამიანები დამატებით მოხვდნენ ციხეში“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის