გიორგი ვაშაძე - ჯერ აცხადებდნენ „არავინ მოვაო“ - თუ არავინ მოვა, რატომ ეშინიათ სცენის დადგმის?

ჯერ აცხადებდნენ „არავინ მოვაო“. თუ არავინ მოვა, რატომ ეშინიათ სცენის დადგმის? ვფიქრობთ, რომ ბევრი ადამიანი მოვა - ასევე, დავინახეთ პირველი უკან დახევაც, რომ არც მსვლელობაში და არაფერში ხელს არ შეგვიშლიან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ მსვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მათ ბარიერებს ხელოვნურად უქმნიან.

„26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღე და ამ დღეს ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ იმისათვის, რომ ვთქვათ, რომ ის უსამართლობა, რომელიც ქვეყანაში არის, მიუღებელია. ჩვენ გვინდა, რომ ნორმალურ, განვითარებულ, რეგიონის ლიდერსა და ევროკავშირის წევრ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც მთავარი ფასეულობა ადამიანია. სწორედ, ამ ერთობის გამოხატულებაა 26 მაისი.

რაც შეეხება შეზღუდვებს, ჯერ აცხადებდნენ - „არავინ მოვაო“. თუ არავინ მოვა, რატომ ეშინიათ სცენის დადგმის? ვფიქრობთ, რომ ბევრი ადამიანი მოვა და ვაცხადებთ, რომ ხმის აპარატურა გვჭირდება, რომ ადამიანებს ვესაუბროთ, პროცესიც ხომ უნდა ვმართოთ, მაგრამ ბარიერებს გვიქმნიან.

ასევე, დავინახეთ პირველი უკან დახევაც, რომ არც მსვლელობაში და არაფერში ხელს არ შეგვიშლიან. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელი დღე მშვიდად და წყნარად ჩაივლის“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ 26 მაისს საპროტესტო აქციას გამართავს. აქციის მონაწილეები პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან, რის შემდეგაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

„ოპოზიციის ალიანსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიას განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა, რომ რუსთაველზე, სხვადასხვა სახის აპარატურა დაემონტაჟებინათ, თუმცა მათივე განცხადებით, უწყებებისგან უარი მიიღეს.

ამასთან, შსს-ს ცნობით, ინიციატორების მიერ შსს-სთვის მიმართული განცხადების ფორმა შესაბამისობაში არ იყო კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, მათ შორის არ იყო მითითებული შეკრება/მანიფესტაციის მიზანი, დასრულების დრო, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა. რაც შეეხება თბილისის მერიას, როგორც მერია „ალიანსისთვის“ გაგზავნილ პასუხში აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილია ოფიციალური ღონისძიებები, შეცვლილია სატრანსპორტო მოძრაობის სქემები, პარლამენტის მიმდებარედ კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობა, მერიას „დაუშვებლად მიაჩნია“.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი