გია ვოლსკი - ადრე გეგმავდნენ „მშვიდობიან დამხობას“, ახლა - „მშვიდობიან დაპირისპირებას" - 4 ოქტომბრის შემდეგ დაპირისპირების მცდელობა არ ყოფილა და ბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმში, რომ იქნებ დაპირისპირება მართლა მოხდეს და დაშავდეს ვინმე

ადრე გეგმავდნენ „მშვიდობიან დამხობას", ახლა გეგმავენ „მშვიდობიან დაპირისპირებას", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბრის შემდეგ დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ოპოზიცია ჩვეულ რეჟიმში ბრუნდება.

„ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის იცავდნენ კანონს. 5 დღით ადრე შედიოდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, მერიაში და ჩვეულებრივად ტარდებოდა აქციები. ახლა, როდესაც არ დაიცვეს კანონის მოთხოვნა, რომელსაც შესანიშნავად უწყიან, რასაკვირველია, უარიც მიიღეს. მით უმეტეს, 26 მაისს ვერ გაკეთდება სცენა, ვერ გაკეთდება ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც თვითონ უნდათ, ვინაიდან დაგეგმილია 26 მაისთან დაკავშირებული გარკვეული აქტივობები. ეს ძალიან კარგად იციან და ნათელია, რომ ადამიანებმა გადაწყვიტეს თავი შეახსენონ საზოგადოებას, კურატორებს, თუ რაში იხარჯება ის თანხა, რაც ავალებთ მათ რომ ექსტრემისტული სცენარით იმოქმედონ. ასე რომ, 4 ოქტომბრის შემდეგ ასეთი დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც, კვლავ ბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმში, იქნებ მართლაც მოხდეს დაპირისპირდება, იქნება მართლაც დაშავდეს ვინმე, მიუხედავად იმისა რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია იქნება. ასეთივე „მშვიდობიან დამხობას" გეგმავდნენ გასულ წელს, 4 ოქტომბერსაც. ახლა გეგმავენ "მშვიდობიან დაპირისპირებას", ადრე გეგმავდნენ "მშვიდობიან დამხობას"," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ხვალ თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და რუსთაველამდე მარშით მივლენ. ამასთან, გვარამიას თქმით, რუსთაველზე ტექნიკის შეტანას და სცენის დამონტაჟებას ეცდებიან.

„არ ვაპირებთ მორჩილება გამოვუცხადოთ იმას, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ხვალ, 19:00 საათზე, ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, შემდეგ მივდივართ მარშით რუსთაველზე. მანამდე, ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ, ის, რისი უფლებაც გვაქვს“, - განაცხადა გვარამიამ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა