28 მაისს პარლამენტში ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრს მოუსმენენ

28 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე მივა. მიქანაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა.

მიქანაძისადმი გაგზავნილი კითხვების ძირითადი ნაწილი უმაღლესი განათლების მიმართულებით დაწყებულ რეფორმას ეხება. ფრაქცია „საქართველოსთვის“ მათ შორის ელის პასუხს კითხვაზე, უმაღლესი სასწავლებლების ბალანსზე არსებული რომელი კორპუსებისა და მიწის ნაკვეთების ჩამორთმევა იგეგმება პირველ და მომდევნო ეტაპებზე.

გივი მიქანაძე ინტერპელაციის ფორმატში ზოგადი განათლების რეფორმაზეც ისაუბრებს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე