დიმიტრი პესკოვი - სომხეთში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც სრულად უჭერენ მხარს განვითარების რუსულ ვექტორს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე საბოლოო გადაწყვეტილებას სომეხი ხალხი მიიღებს.

„როგორც ფაშინიანმა მაშინ განმარტა (რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე), გარკვეულ მომენტში საბოლოო გადაწყვეტილება (ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე) უნდა იქნას მიღებული და ეს რეფერენდუმის გზით მოხდება. ანუ, სწორედ სომეხი ხალხი ილაპარაკებს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, სომხეთში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ განვითარების რუსულ ვექტორს და ინტეგრაციულ პროცესებს რუსეთის მონაწილეობით.

„ჩვენ ვიცით, რომ სომხეთში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც სრულად უჭერენ მხარს განვითარების რუსულ ვექტორს და ორიენტირებულები არიან რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში შემდგომ და უფრო ღრმა ჩართულობაზე“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი ამ მიდგომას აფასებს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე