აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივან გრიგოლ გეგელიას, „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძეს და პარტია „ხალხისთვის“ ლიდერ ანა დოლიძეს ხვდებიან.

რაც შეეხება უშუალოდ დელეგაციის შემადგენლობას, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან სახელმწიფო მდივნის ოფისის წარმომადგენელი, სპეციალური თანაშემწე, ჩარლზ იოქი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი.

როგორც „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ შეხვედრამდე აღნიშნა, ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია საქართველოს საკითხით.

„ეს არის დროის ძალიან მოკლე ვადაში მესამე ვიზიტი. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ტრამპი არსად წასულა, პირიქით, სულ უფრო მეტად არის დაინტერესებული, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური მშვიდობა, საქართველოს და ამერიკის ეროვნული ინტერესები მეტად იყოს დაცული. ამას ადასტურებს რიგით მესამე ვიზიტი საქართველოში“, - აღნიშნა გეგელიამ.

შეხვედრა ასევე დაგეგმილია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე