გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილემ თინათინ ზუბაშვილმა და პროკურორმა გიორგი შიოშვილმა გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე - ,,პროფესია პროკურორი“ შეხვედრა გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე პროკურორებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობის შესახებ და პროკურორის როლზე მართლმსაჯულების პროცესში.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა