გიორგი შარაშიძე - ამერიკელი პარტნიორები ელოდებიან, რომ „ოცნება“ სერიოზულად შეხედავს ტერმინს, „გადატვირთვა“ - საჭიროა რეალური ქმედებები, სხვა შემთხვევაში, მოლოდინი, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა აღდგება, არ უნდა გვქონდეს

ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს აქვთ ყველანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად აზიანებს „ოცნება" საქართველოს დემოკრატიულ მომავალს - ისინიც იმის მოლოდინში არიან, რომ "ოცნება" სერიოზულად შეხედავს გადატვირთვას, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტიც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში იქნება და არა საქართველოში, არის მორიგი გზავნილი საქართველოსთვის, რომ ვიდრე თავად "ოცნება" არ იქნება მზად სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად, იქამდე უმაღლეს დონეზე შეხვედრების და შესაბამისად, სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

„მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. ამერიკული დელეგაციის ინტერესის სფეროს, რა თქმა უნდა, წარმოადგენს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება. ჩვენ დეტალურად გავაცანით ჩვენი გუნდის საქმიანობა როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო კუთხით. განსაკუთრებული აქცენტი იყო საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის, ჩვენს ბოლო რეზოლუციაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გაფორმებულ ხელშეკრულების საპროტესტოდ, რაზეც სამწუხაროდ, "ოცნებას" აქამდე ხმა არ ამოუღია. რა თქმა უნდა, ამის გაგება მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის. რა თქმა უნდა, მათ აქვთ ყველანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად აზიანებს "ოცნება" საქართველოს დემოკრატიულ მომავალს. ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც იმის მოლოდინში არიან, რომ „ოცნება" სერიოზულად შეხედავს იმ ტერმინს, რასაც იყენებს - „გადატვირთვას". რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი მხოლოდ საჯარო განცხადებები, საჭიროა რეალური ქმედებები იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს რეალურ დემოკრატიულ გზას. სხვა შემთხვევაში, ჩვენ, მოლოდინი იმისა რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა აღდგება, სამწუხაროდ, არ უნდა გვქონდეს.

თავად ის ფაქტიც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იქნება სომხეთში და არა საქართველოში, არის მორიგი გზავნილი საქართველოსთვის რომ ვიდრე თავად „ოცნება" არ იქნება მზად სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად, იქამდე უმაღლეს დონეზე შეხვედრებს მოლოდინი და შესაბამისად, სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ჩვენთვის ნებისმიერი დონის ვიზიტი მნიშვნელოვანია. ეს ვიზიტიც მნიშვნელოვანი იყო. მადლობა მათ ჩვენთან შეხვედრისთვის. საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო, მაგრამ მთავარი სხვა რამ არის. მთავარია, რომ "ოცნებამ" კეთილი ინებოს და დაუბრუნდეს იმ პრინციპებს, რაშიც ამერიკას უზარმაზარი რესურსი აქვს ჩადებული. პირველ რიგში, ვგულისხმობ, დემოკრატიულ განვითარებას," - განაცხადა შარაშიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის