მიხეილ სააკაშვილი - ალიანსის მიერ დაანონსებულ ხვალინდელი აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს - მეც ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ როცა საქმე სახალხო გამოვლინებას ეხება, იქ ჩემი და სხვა პროტესტი არ არსებობს

ალიანსის მიერ დაანონსებულ ხვალინდელი აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს - მეც ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ როცა საქმე სახალხო გამოვლინებას ეხება, იქ ჩემი და სხვა პროტესტი არ არსებობს, - ამის შესახებ 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

სააკაშვილის იმასაც აღნიშნავს, რომ შემდგომშიც გააგრძელებს „გულწრფელი აზრის ხმამაღლა გამოთქმას”.

„ალიანსის მიერ დაანონსებულ ხვალინდელი აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს.

თუ არ მოგვწონს საქართველოს უკიდურესი დამცირება და განადგურება, ვეწინააღმდეგებით ამ რეჟიმს, უნდა დავდგეთ ერთად, მიუხედავად იმისა მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი. მეც ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ როცა საქმე სახალხო გამოვლინებას ეხება, იქ ჩემი და სხვა პროტესტი არ არსებობს.

მთავარია ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ. მე გავაგრძელებ ჩემი გულწრფელი აზრის შემდგომშიც ხმამაღლა გამოთქმას”, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის