ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს სხდომათა დარბაზი ესკორტის სამსახურის თანამშრომლებმა იძულებით დაატოვებინეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან ესკორტის სამსახურის თანამშრომლებმა იძულებით გაიყვანეს.

სხდომაზე, სადაც 8 ბრალდებული პოლიტიკოსის საქმეს დახურულ კარს მიღმა განიხილავდნენ, ხმაური იყო.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა განცხადების გაკეთების უფლება ითხოვა, რისი საშუალებაც მას მოსამართლემ არ მისცა. აღნიშნულს სააკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც მას სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

"დასაწყისში ადვოკატებმა მოითხოვეს, სააკაშვილისთვის სიტყვის მიმართვის საშუალება მიეცათ, მოსამართლემ თქვა, რომ ეს უფლება სააკაშვილის მხარეს უკვე გამოყენებული ჰქონდა, რაც ვერ გაიხსენა ვერავინ, როდის მოხდა ეს ამბავი. ამის შემდეგ იყო სხვა ადვოკატების შესავალი სიტყვები, ბოლოს ისევ ადვოკატმა ითხოვა, ადამიანი რუსთავიდან მოიყვანეს, რამდენიმე საათი გზაში გაატარა, რამდენიმე საათი დილეგში გაატარა, საათ-ნახევარი სხდომაზე იჯდა და იქნებ მოსამართლეს მიეცა საშუალება, 5 ან 10 წუთი მიმართვა გაკეთებინა, რაზეც მოსამართლემ სწრაფ-სწრაფად დახურა სხდომა, თქვა, რომ დასრულებულია პროცესი, შემდეგი სხდომის თარიღი იცით, შეთანხმებულიაო. ამას ადვოკატისა და სააკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა, საბადრაგო სამსახურის მხრიდან რა იყო, ზუსტად ვერ გავიგე. პატარა შეხლა-შემოხლა მოჰყვა სააკაშვილსა და საბადრაგო სამსახურს შორის, შეხლა-შემოხლაც არ ჰქვია, იძულებით გაიყვანეს სააკაშვილი, ფიზიკურად მოკიდეს ხელი და ფიზიკური ძალით გაიყვანეს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის