Reuters - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-სთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმების განსახილველად კატარში ჩავიდნენ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-სთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმების განსახილველად კატარში ჩავიდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ-ბაგერ ღალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დოჰაში კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის შეხვდებიან.

წყაროების ცნობით, კატარში მოლაპარაკებები ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის საკითხებზე იქნება ორიენტირებული.

ასევე, დელეგაციის ფარგლებში დოჰაში ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელიც იმყოფება, რომელიც კატარში არსებული გაყინული ირანული აქტივების განბლოკვის საკითხს განიხილავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის