ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მომავალი წლიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახები ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმდებიან

სავარაუდოდ, მომავალი წლიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახები ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმდებიან.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინა წაქაძემ განაცხადა, დიდი ალბათობით, ახალი მეთოდოლოგია ძალაში მომდევნო წლიდან შევა.

"ზოგადად, არის რეკომენდაცია, რომ ოჯახების გადამოწმების მეთოდოლოგია 5 წელიწადში ერთხელ განახლებას უნდა დაექვემდებაროს. ბოლო რამდენიმე წლის, 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს მეთოდოლოგია არ განახლებულა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე უნდა შევიმუშავეთ განახლებული მეთოდოლოგია, რათა კიდევ უფრო მიზანმიმართულად მივმართოთ სახსრები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის არის გათვალისწინებული. დიდი ალბათობით, ეს ახალი მეთოდოლოგია უკვე მომდევნო წლიდან შევა ძალაში. მსოფლიო ბანკი გვეხმარება ამაში ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში", - განაცხადა წაქაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე