სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა

წინანდლის მამულში კულტურულ ღონისძიებათა სერია — „ვარდობისთვე“ გაიმართა, რომლის სპონსორი კომპანია სილქნეტი იყო. ფესტივალის სტუმრები მრავალფეროვან ღონისძიებებს დაესწრნენ. მათ შორის იყო პოეზიისა და იბერო-ამერიკული ლიტერატურული საღამო, რომელსაც მწერალი და მკვლევარი დათო ტურაშვილი უძღვებოდა. შედგა დათო მაღრაძის ლექსების კრებულის „ჰამლეტის სარკის“ და ერეკლე ბეჟუაშვილის წიგნის „ვარსკვლავქვეშეთში“ პრეზენტაციები.

“ვარდობისთვეს” ფარგლებში პირველად გაიმართა ქართულის ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ ფესტივალი. სამდღიანი პროგრამა მოიცავდა კლასიკურ, ტრადიციულ პროგრამას, ასევე “ზეკარის” და “ქარაბშას” ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს. ფესტივალს კონცერტებით „სუხიშვილების“ უმცროსი თაობაც შეუერთდა.

წინანდლის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ანსამბლის 80-წლიანი ტრიუმფის ამსახველი ფოტომასალას, საარქივო ექსპონატებს, აფიშებს და საცეკვაო კოსტიუმებს, რომელიც ისტორიული მამულის საგამოფენო სივრცეში იყო წარმოდგენილი.

სილქნეტის, სილქ ჰოსფითალითის და წინანდლის მამულის თანამშრომლობით, წინანდალში არაერთი ღირსშესანიშნავი გამოფენა, კონცერტი თუ სხვა კულტურული ღონისძიება გამართულა. ყოველწლიურად, სილქნეტის წარდგენით ტარდება წინანდლის ფესტივალი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის საქმეში.

(R)

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე