ფართოვდება პირთა წრე, ვისზეც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება გავრცელდეს

დაგეგმილია იმ პირთა წრის გაფართოება, ვისზეც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება გავრცელდეს.

პარლამენტს ამ მიმართულებით “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები წარედგინა, რომლის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ მუხლში ცვლილებები ხორციელდება. ინიციატივა მთავრობის ადმინისტრაციას ეკუთვნის.

ჯერ კიდევ მოქმედი კოდექსით, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში მონაწილეობისას, შესყიდვებში მონაწილე სუბიექტების მიერ წინასწარი შეთანხმება ან სხვა გარიგება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

დაგეგმილი ცვლილებებით, ასევე, გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ბაზრის კვლევისა და გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებისას წინასწარი შეთანხმების, გარიგების ან სხვა ქმედებისთვის, თუ ის შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევას იწვევს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, სახელმწიფო შესყიდვების თვისობრიობის გათვალისწინებით, შესყიდვების მიმდინარეობასა და მის შედეგებზე არსებითი ხასიათის ზეგავლენის მოხდენა არამხოლოდ შესყიდვების პროცედურების სხვადასხვა ეტაპზე, არამედ მის დაწყებამდეც არის შესაძლებელი. მთავრობა პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში აღნიშნავს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესებისთვის არსებითი ხასიათის ზიანის მიმყენებელი შესაძლოა იყოს არა მხოლოდ შესყიდვებში მონაწილე პირი, არამედ მასთან დაკავშირებული ან სხვა მესამე პირი. ამიტომ პროექტის ინიციატორს მიაჩნია, რომ აუცილებელია, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობით არ იყოს შეზღუდული.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე