ანა დოლიძე - აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრაზე ჩემი მხრიდან დაყენებული მთავარი ამოცანა სინდისის პატიმრების გათავისუფლება იყო  - რაც ითქვა, კონკრეტულად იქნება ცნობილი მარკო რუბიოსთვის

დელეგაციაში მონაწილეობდა მარკო ბურიოს სპეციალური წარმომადგენელი. ამ შემადგენლობის ამოცანა იყო, რომ ფაქტობრივად ყველაფერი არა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ჩარჩოებში იქნება განხილული, რაც აქ ითქვა, არამედ კონკრეტულად იქნება ცნობილი მარკო რუბიოსთვის, - ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარი იყო როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რას ფიქრობს ოპოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

“როდესაც გაიხსნა შეხვედრა, შესავალი გაკეთდა, ითქვა, რომ საქართველო რჩება მნიშვნელოვნად, იქიდან გამომდინარე, რომ სერიოზული გეოპოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს კავკასიაში და საქართველო პროცესებში გვერდზე გამდგარი ვერ იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხშირი ჩამოსვლა.

გარდა ამისა, ამ დელეგაციაში მონაწილეობდა მარკო რუბიოს სპეციალური წარმომადგენელი. ამ შემადგენლობის ამოცანა იყო, რომ ფაქტობრივად ყველაფერი არა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ჩარჩოებში იქნება განხილული, რაც აქ ითქვა, არამედ კონკრეტულად იქნება ცნობილი მარკო რუბიოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

საუბარი იყო როგორ შეიძლება წავიდეს მოვლენები, რას ფიქრობს ოპოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ჩემი მხრიდან დაყენებული მთავარი ამოცანა იყო სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ეს ხალხი უნდა იყოს გარეთ, თავისუფლებაზე. ამის შემდეგ შეიძლება დავუბრუნდეთ საქმიან განხილვას, რა შეიძლება გავაკეთოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში”, - აღნიშნა დოლიძემ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ოპოზიციურ პარტიებს ხვდებიან.

რაც შეეხება უშუალოდ დელეგაციის შემადგენლობას, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან სახელმწიფო მდივნის ოფისის წარმომადგენელი, სპეციალური თანაშემწე, ჩარლზ იოქი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის