სახალხო დამცველმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „სამართალი და ჰუმანიზმი: ადამიანის უფლებების დაცვის თანამედროვე საზღვრები“  მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ქალაქ უსტკაში (პოლონეთი) მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „სამართალი და ჰუმანიზმი: ადამიანის უფლებების დაცვის თანამედროვე საზღვრები“. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა საჯარო ინსტიტუტების გაძლიერებაში ადამიანის უფლებების როლზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ინტეგრაციის მნიშვნელობას სახელმწიფოს ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული მიმართულებების განვითარებაში, რასაც შედეგად სოციალური სტაბილურობა მოაქვს.

თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა მისი ინსტიტუციის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა საჯარო ადმინისტრირებაში, მოითხოვს გამჭვირვალობას და საზოგადოების მონაწილეობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ინსტიტუტების ფოკუსირება ყველაზე დაუცველი პირების საჭიროებებზე.

„ჩვენ ვახორციელებთ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოების მკაცრ მონიტორინგს, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათი შიდა პროცედურები პატივს სცემდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სუბსიდიარობის პრინციპს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

კონფერენცია სლუპსკის პომერანიის უნივერსიტეტის, კიოლნის უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის