ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალია

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული, ევროპის ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზების განახლებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

ევროკომისიის დოკუმენტზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ ყურადღება გამახვილა, რომ ანგარიშის თანახმად, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება.

„ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა. ასევე ევროკომისიას მოლოდინი აქვს, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, რაც მისი შეფასებით, საკმაოდ ძლიერი ზრდის მაჩვენებელია. ამ შეფასებითაც, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა სხვა კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, ორჯერ უფრო მაღალი იქნება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ასევე, მისი ინფორმაციით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძალიან ძლიერი დარჩა და 7.5% შეადგინა, ზრდას ძირითადად მომსახურების სექტორი, განსაკუთრებით ICT და განათლება, ასევე წარმოების სექტორი განაპირობებდა.

რაც შეეხება 2026 წლის პროგნოზს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მისი შეფასებისას ხაზს უსვამს, რომ, როგორც წესი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შეფასებაში ტრადიციულად, საკმაოდ კონსერვატიულები არიან.

„შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ 2026 წელი, ისევე როგორც შემდგომი წლები საკმაოდ პოზიტიური იქნება ეკონომიკური ზრდის კუთხით და საქართველოს ეკონომიური ზრდა იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საფინანსო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზირებენ", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის