თინა ბოკუჩავა - აუცილებელია, პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება, არა პოლიტიკური პატიმრები, არა რეპრესიები, რომ საქართველო გახდეს სანდო და სტაბილური პარტნიორი ამერიკისთვის, რომელიც ისე დაინტერესებულია რეგიონით, როგორც არასდროს

საუბარი იყო რეგიონულ პროექტებზე - აშშ ისე დაინტერესებულია ჩვენი რეგიონით, როგორც არასდროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების აღდგენა და რეგიონული პროექტების განხორციელება ვერ მოხდება ისე, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება “ფეხქვეშ თელავდეს” ფუნდამენტურ ღირებულებებს.

„რა თქმა უნდა, საუბარი იყო რეგიონულ პროექტებზე, მაგრამ ამავე დროს ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების აღდგენა და რეგიონული პროექტების განხორციელება ვერ მოხდება ისე, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება ფეხქვეშ თელავდეს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რაზეც აშშ-საქართველოს ურთიერთობები მრავალი წელია დგას.

ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ამერიკას სჭირდება სტაბილური პარტნიორები, ამერიკა არ მოახდენს არც პოლიტიკურ და მით უმეტეს არც ფინანსურ ინვესტირებას, მაშინ, როდესაც მმართველობა და მდგომარეობა არის უკიდურესად მყიფე. იმისათვის, რომ მივიღოთ სტაბილური მმართველობა ქვეყანაში, აუცილებელია პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება, არა პოლიტიკური პატიმრები, არა რეპრესიები, არა ტროტუარზე დგომისათვის ადამიანის დაჭერა, არამედ ფუნდამენტური უფლებების გარანტია, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სანდო და სტაბილური პარტნიორი ამერიკისთვის, რომელიც ისე დაინტერესებულია ამ რეგიონით, როგორც არასდროს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ოპოზიციურ პარტიებს ხვდებიან.

რაც შეეხება უშუალოდ დელეგაციის შემადგენლობას, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან სახელმწიფო მდივნის ოფისის წარმომადგენელი, სპეციალური თანაშემწე, ჩარლზ იოქი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა