ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საზღვარგარეთ დაკავებული რუსეთის მოქალაქეების დასაცავად შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას იძლევა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საზღვარგარეთ დაკავებული რუსეთის მოქალაქეების დასაცავად შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას იძლევა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონი ძალაში მისი ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 10 დღის შემდეგ შევა.

კანონი სხვა სახელმწიფოების ან საერთაშორისო სასამართლოების მიერ რუსეთის მოქალაქეების დაკავების, სისხლის სამართლებრივი ან სხვა დევნის შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას ითვალისწინებს.

კანონის თანახმად, საზღვარგარეთ რუსეთის მოქალაქეების დასაცავად შეიარაღებული ძალების გამოყენების ბრძანება ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა გასცეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის