გიგი წერეთელი  - ჩვენ გვჭირდება ამერიკის პარტნიორობა და არა რუსეთის, პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს, ვცილდებით დასავლეთს - აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენას სჭირდება ცვლილებები

საქართველოში ვიზიტები შეიძლება შედგეს, მაგრამ ქვეყნის განვითარება და დიდი მასშტაბის პროექტები, რაც ქვეყანას სჭირდება, ამას სჭირდება რადიკალური ცვლილებები პოლიტიკაში და ამას დემოკრატიული არჩევნების გარეშე ვერ მივაღწევთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

მისი თქმით, ურთიერთობების აღდგენას სჭირდება პოლიტიკური ცვლილებები.

„შეხვედრის დეტალებზე არ ვისაუბრებ. მთავარი არის ის, რომ აშშ-ს ინტერესი აქვს საქართველოს მიმართ და ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვჭირდება, ვიყოთ ამერიკის პარტნიორი და არა რუსეთის. პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს, ვცილდებით დასავლეთს და ვუახლოვდებით რუსეთს.

ურთიერთობების აღდგენას სჭირდება ცვლილებები. როდესაც რეპრესიაა, პოლიტიკური პატიმრებია, არ არის თავისუფალი არჩევნების პერსპექტივა, ასეთ ვითარებაში აშშ იმ ფუნქციონალური სისავსით, ვერ აღადგენს ურთიერთობებს. ვიზიტები შეიძლება შედგეს, მაგრამ ქვეყნის განვითარება და დიდი მასშტაბის პროექტები, რაც ქვეყანას სჭირდება, ამას სჭირდება რადიკალური ცვლილებები პოლიტიკაში და ამას დემოკრატიული არჩევნების გარეშე ვერ მივაღწევთ,- აცხადებს გიგი წერეთელი.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე