ლაშა ფარულავა - ხვალინდელი აქცია იქნება მშვიდობიანი, თუ აპარატურას არ შეგვატანინებენ და ბევრი ადამიანი მოვა, ეს იქნება ყველაფერზე პასუხი - დარწმუნებული ვარ, ბევრი ვიქნებით

„ოპოზიციური ალიანსი“ არის ერთობა ერთფეროვნების გარეშე. ჩვენ წარმოვადგეთ ქრისტიან-დემოკრატიულ კონსერვატიულ პლატფორმას, ასევე, არიან ლიბერალური პლატფორმის წარმომადგენლები - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში აღდგეს დემოკრატია, არ იყოს ტერორი, გაჩნდეს პერსპექტივა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ 26 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ხვალინდელი აქცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან.

„ხვალინდელი აქცია იქნება მშვიდობიანი. თუ გვინდა, რომ რეალურად დასრულდეს პოლიტიკური კრიზის ქვეყანაში, ერთად უნდა ვიყოთ. ერთად არა იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებული მოსაზრებების ძალები ვართ, „ოპოზიციური ალიანსი“ არის ერთობა ერთფეროვნების გარეშე. ჩვენ წარმოვადგეთ ქრისტიან-დემოკრატიულ კონსერვატიულ პლატფორმას, ასევე არიან ლიბერალური პლატფორმის წარმომადგენლები, - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში აღდგეს დემოკრატია, არ იყოს ტერორი, გაჩნდეს პერსპექტივა. ამიტომ, ყველანი ერთად ვიკრიბებით, ხვალ, 19:00 საათზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან.

ეს არის მნიშვნელოვანი მაშინ, როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში კი არ ჩამოდის აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, არამედ ერევანში ჩადის. ეს, მათ შორის, განსაზღვრავს ჩვენს სამომავლო პერსპექტივასაც - მოხდება თუ არა ურთიერთობების გადატვირთვა, რომელიც აშშ-ს სურს. ივანიშვილის გამო დაიკარგა სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველო აღმოჩნდა საემიგრაციო ბლოკადაში“, - აცხადებს ფარულავა.

ფარულავას თქმით, ხვალინდელი აქციის დღის წესრიგს განსაზღვრავს, პროტესტზე მისული ხალხის რაოდენობა.

„ის, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ მიტინგი არ იყოს ხმაურიანი, მათ უნდათ ასე იყოს, მაგრამ ჩვენი ერთობა განსაზღვრავს იმ დღის წესრიგს, რაც იქნება ამ აქციაზე. თუ აპარატურას არ შეგვატანინებენ, თუ ბევრი ადამიანი მოვა, ეს იქნება ყველაფერზე პასუხი. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ბევრი ვიქნებით“, - დასძენს ფარულავა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის