პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში პროკურორებმა თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურორებმა ანა ზედელაშვილმა, ოთარ გველესიანმა, ქრისტინა კილასონიამ და ნათია ჩუბინიძემ თბილისის მე-2, 24-ე, 145-ე და 150-ე საჯარო სკოლებში გამართული შეხვედრების ფარგლებში კიბერდანაშაულის შესახებ ისაუბრეს და მოზარდებს კიბერდანაშაულის საფრთხეებზე, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და გათვალისწინებულ სასჯელებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე განიხილეს დანაშაულთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები.

„შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას, რაც უწყების პრიორიტეტია.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის