მექსიკის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ირანის საფეხბურთო ნაკრები მექსიკაში დარჩება

მექსიკის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ირანის საფეხბურთო ნაკრები მექსიკაში დარჩება.

მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ცნობით, ქვეყნის მთავრობამ ირანის საფეხბურთო ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ქვეყანაში დარჩენის ნებართვა მისცა.

მისი თქმით, აშშ-მა ირანის საფეხბურთო ნაკრების მასპინძლობაზე უარი განაცხადა.

კლაუდია შეინბაუმმა აღნიშნა, რომ მექსიკას თხოვნით FIFA-მ მიმართა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის საფეხბურთო ნაკრების მასპინძლობის სურვილი არ გამოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ირანი ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩს აშშ-ში თამაშობს.

„ჩვენ არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ მათ მექსიკაში დარჩენის შესაძლებლობაზე უარი ვუთხრათ“, - აღნიშნა შეინბაუმმა.

ცნობისთვის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 11 ივლისიდან - 19 ივლისამდე გაიმართება, აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე