წალენჯიხის თეატრის შემოქმედებითმა დასმა თბილისურ პრემიერაზე სპექტაკლი - „არამედ რაღაც სხვა“ - წარადგინა

რიყის ამფითეატრში, წალენჯიხის თეატრის შემოქმედებითმა დასმა, თბილისურ პრემიერაზე სპექტაკლი „არამედ რაღაც სხვა“ წარადგინა, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლების იდეას და ბრძოლას, დიდი ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. ამის შესახებ ინფორმაციას „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ ავრცელებს.

პიესის ავტორია ბესო სოლომანაშვილი, რეჟისორი კი ოთარ ეგაძე.

„სპექტაკლი გვაჩვენებს გრანელის ცხოვრების ნაკლებად ცნობილ მხარეებს და მის შემოქმედებით გზას საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიულ კონტექსტთან აკავშირებს. დადგმა ეხება თავისუფლების იდეას, ბრძოლას და რწმენის შენარჩუნებას გარდამტეხ ეპოქაში - იმ გამოწვევებს რომლებიც დღესაც აქტუალურია.

სპექტაკლი გრანელს წარმოაჩენს როგორც არა მხოლოდ პოეტს, არამედ აქტიურ მოქალაქეს, მებრძოლ ადამიანს და ამით პარალელს ავლებს მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებთან.

დღესვე წარმოდგენილი იყო კიდევ ერთი ქართული მეგაპროექტი - “ქართული სახლი ევროპის დედაქალაქში“ - რომელსაც ახორციელებს „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“. მამუკა ხაზარაძის ინიციატივით, ბრიუსელში, უძველესი „ეიგიდიუმის“ შენობაში „ქართული სახლი“ დაფუძნდება, რომელიც იქნება ხიდი ერთიანი საქართველოსი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქთან. ნაჩვენები იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმი ბრიუსელში დიდი ქართველი მეცნიერის, ბარბარე ყიფიანის მოღვაწეობასა და ისტორიულ ბრძოლაზე საქართველოსთვის.

მამუკა ხაზარაძის ეს ორი პროექტი წალენჯიხის მულტიფუნქციური სივრცე თეატრით და „ეგიდიუმი“ ერთი იდეით შეიქმნა - ეს არის ეროვნული საქმე, რომელიც სცდება გეოგრაფიას, არღვევს საოკუპაციო ხაზს და აერთიანებს საქართველოს. ეს არის კავშირი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებსა და ევროპულ, ძლიერ საქართველოს შორის, რომელიც ბრიუსელში იქცევა რეალობად.

„ეგიდიუმი“ იქნება სივრცე, სადაც მავთულხლართები ვეღარ გაგვყოფს, ის იქნება ადგილი, სადაც ქართული საზოგადოება, მიუხედავად გახლეჩისა, კვლავ ერთიან მიზანს მოემსახურება: თავისუფალ, ერთიან და ძლიერ საქართველოს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა