სვეტლანა ტიხანოვსკაია - მნიშვნელოვანია, უკრაინა მომავალ თავისუფალ ბელარუსს პარტნიორად და მეზობლად აღიქვამდეს - პუტინმა და ლუკაშენკომ ყველაფერი გააკეთეს მეგობრული ურთიერთობების გასანადგურებლად, მაგრამ აუცილებლად აღვადგენთ

ჩვენ უკრაინასა და ბელარუსის დემოკრატიულ ძალებს შორის შემდგომი თანამშრომლობის საკითხი განვიხილეთ. ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეი სიბიგასთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, „მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მომავალ თავისუფალ ბელარუსს პარტნიორად და მეზობლად აღიქვამდეს და არა საფრთხედ“.

„ჩვენ მეტი ორმხრივი ნდობა, ადამიანებს, ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის მეტი კონტაქტი გვჭირდება. პუტინმა და ლუკაშენკომ ყველაფერი გააკეთეს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების გასანადგურებლად, მაგრამ ჩვენ მათ აუცილებლად აღვადგენთ“, - წერს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინა და ბელარუსი მშვიდობიან, ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს იმსახურებენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ცნობით, სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან შეხვედრაზე „რეგიონული უსაფრთხოების და ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან უკრაინის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის გამოწვეული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის“ საკითხები განიხილა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის