ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმების გაძლიერება უბრძანა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმების გაძლიერება უბრძანა.

„ჩვენ „ჰეზბოლასთან“ ომში ვართ. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენმა მამაცმა მებრძოლებმა 600-ზე მეტი ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს. მაგრამ, ჩვენ ტემპს არ ვანელებთ. პირიქით, მე მათ დავავალე, რომ ტემპი კიდევ უფრო გააძლიერონ“, - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, „ჰეზბოლას“ ისრაელი „გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებს“.

„ჩვენ მათ დავარტყამთ. დიახ, ისინი თავს გვესხმიან დრონებით, მაგრამ ჩვენი გუნდი ამაზე მუშაობს. თუმცა, ახლა ეს ჩვენგან დარტყმების გაძლიერებას და ძალის გაზრდას მოითხოვს“, - აღნიშნავს ნეთანიაჰუ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის