აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, სამხრეთ ირანზე დარტყმები განახორციელეს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის სამხრეთ ნაწილზე ახალი დარტყმები განახორციელეს.

სარდლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმების სამიზნე იყო ირანის სარაკეტო ბაზები და ნავები, რომლებიც ნაღმების განთავსებას ცდილობდნენ.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მტკიცებით, დარტყმები თავდაცვის მიზნით განხორციელდა და მიზნად ისახავდა აშშ-ის ჯარების დაცვას ირანის ძალების მიერ შექმნილი საფრთხისგან.

„აშშ-ის სამხედრო ძალები აგრძელებენ ჩვენი ძალების დაცვას, ამავდროულად, თავშეკავებას იჩენენ მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის დროს“, - განაცხადა ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა, კაპიტანმა ტიმ ჰოკინსმა.

კაპიტან ჰოკინსის თქმით, დარტყმები მიმართული იყო ბენდერ-აბასის მახლობლად. მედიის ინფორმაციით, საპორტო ქალაქ ბენდერ-აბასში ირანის საზღვაო ბაზა მდებარეობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის