დონალდ ტრამპი - გამდიდრებული ურანი განადგურდება აშშ-ში, ადგილზე ან სხვა მისაღებ ადგილას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის გამდიდრებული ურანის განადგურების გეგმა წარმოადგინა და განაცხადა, რომ მას გაანადგურებენ შეერთებულ შტატებში, ადგილზე, ან სხვა ლოკაციაზე.

„გამდიდრებული ურანი (ბირთვული მტვერი!) ან დაუყოვნებლივ გადაეცემა შეერთებულ შტატებს ქვეყანაში წასაღებად და გასანადგურებლად, ან, რაც უფრო სასურველია, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით, ადგილზე ან სხვა მისაღებ ადგილას განადგურდება, სადაც ატომური ენერგიის კომისია ან მისი ეკვივალენტი დაესწრება ამ პროცესსა და მოვლენას“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტმა გასულ კვირას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ ირანის გამდიდრებულ ურანთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა. „ჩვენ, სავარაუდოდ, დავანადგურებთ მას მიღების შემდეგ, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ მათ ის ჰქონდეთ,“ – განაცხადა ტრამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის