უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთის ახალი მუქარა სხვა არაფერია, თუ არა უსირცხვილო შანტაჟი - მოსკოვი ფაქტობრივად აღიარებს, რომ მისი თავდასხმები დიპლომატიური კორპუსის დაშინებისკენაა მიმართული

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინული მხარის შეფასებით, რუსეთის მხრიდან კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების მიმართ საფრთხის საერთო დონე იგივე რჩება, რაც წინა წლებსა და თვეებში იყო.

„ოთხ წელზე და სამ თვეზე მეტია, რუსეთი უკრაინის დედაქალაქის წინააღმდეგ იყენებს სიკვდილის გამომწვევი რაკეტებისა და დრონების სრულ სპექტრს. დარტყმები, პრაქტიკულად, ერთი კვირითაც კი არ შეჩერებულა“, - აღნიშნულია სამინისტრო განცხადებაში.

უწყება კიევის წინააღმდეგ ახალი დარტყმების დაწყების შესახებ რუსეთის მუქარას შანტაჟსა და უცხოელი დიპლომატების დაშინების მცდელობას უწოდებს.

„ამ ფონზე, რუსეთის ახალი მუქარა სხვა არაფერია, თუ არა უსირცხვილო შანტაჟი. მოსკოვი ფაქტობრივად აღიარებს, რომ მისი თავდასხმები უცხოური დიპლომატიური კორპუსის დაშინებისკენაა მიმართული. ეს ჩვენება ღირებული მტკიცებულება იქნება აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლებრივ პროცესებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების განმარტებით, რუსეთის მხრიდან დაშინებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა ხელი შეუწყოს იმ უცხოური დიპლომატიური მისიების უსაფრთხოების გაძლიერებას, რომლებიც ამას ითხოვენ.

სამინისტროს განცხადებით, კრემლის მუქარაზე საუკეთესო რეაგირება აგრესორზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით მისი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით.

„მოსკოვმა საერთაშორისო საზოგადოებისგან სწორი და კონსოლიდირებული სიგნალები უნდა მიიღოს: ერთიანობა, ძალა და მთლიანობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტრო მადლობას უხდის ყველა უცხოურ დიპლომატიურ მისიას და დიპლომატს, რომლებიც ომის დროს უკრაინაში მუშაობას აგრძელებენ და რუსეთის შანტაჟსა და მუქარას უარყოფენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის