მარკო რუბიო - ჰორმუზის სრუტე უნდა გაიხსნას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ჰორმუზის სრუტე ნებისმიერი გზით უნდა გაიხსნას.

„სრუტეები უნდა გაიხსნას, ისინი გაიხსნება ამა თუ იმ გზით, ამიტომ ისინი უნდა გაიხსნას“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს ირანზე აშშ-ის მიერ ახალი დარტყმების განხორციელების შემდეგ.

„ის, რაც იქ ხდება, უკანონოა, ეს უკანონოა, ეს არამდგრადია მსოფლიოსთვის, მიუღებელია“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, ირანთან შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკების ენის ჩამოყალიბებას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის სამხრეთ ნაწილზე ახალი დარტყმები განახორციელეს. სარდლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმების სამიზნე იყო ირანის სარაკეტო ბაზები და ნავები, რომლებიც ნაღმების განთავსებას ცდილობდნენ. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მტკიცებით, დარტყმები თავდაცვის მიზნით განხორციელდა და მიზნად ისახავდა აშშ-ის ჯარების დაცვას ირანის ძალების მიერ შექმნილი საფრთხისგან.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს